საზოგადოება
შშმ პირების ნაწილი გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა.
მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება დღეს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა.
„ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსმ პირები /