საზოგადოება
თიანეთი და ახმეტა ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთის და ახმეტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. უწყების ინფორმაციით, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თიანეთის გზა /