საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე თოვლი მოვიდა
თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გომბორის მიმართულებით მოძრობა თავისუფალია, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყინვა და თოვლია, რის გამოც ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამმართველოს უფროსი თამაზ აბდულაშვილი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის საბურავები გამოიყენონ.

"გათენებიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ გზაზე შეფერხება არ იყოს, თუმცა შუამთის მონაკვეთიდან უკვე ინტენსიური თოვაა, რასაც ქარი ერთვის თან და მძღოლებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ. ამ მიმართულებით მოძრაობისას საჭიროა ზამთრის საბურავების გამოყენება, რადგან საკმაოდ დიდი მონაკვეთია და ამინდიდან გამომდინარე სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება."- განაცხადა აბდულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google