საზოგადოება
600 000 მოქალაქეს ბანკებისა და ონლაინ სესხების დავალიანება ჩამოეწერება
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.
ბახტაძის განცხადებით, დღეს დაახლოებით 600 000 მოქალაქე ე.წ. შავ სიაშია.  პრემიერის ინფორმაციით, ამ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც ჯამში მილიარდნახევარ ლარამდეა 31 დეკემბრამდე გაუნოლდებათ.

-"ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი არ აღემატება 2000 ლარს. ჯამში საუბარია მილიარდ ნახევარ ლარზე. ეს დავალიანება უნულდება მოსახლეობას. ამ კატეგორიაში შედის ათასობით სოციალურად დაუცველი. ვალების განულება დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება“, - განაცხადა ბახტაძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google