საზოგადოება
"შავ სიაში" მყოფ Vivus-ის მოვალეებს დავალიანება არ გაუნულდებათ
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. "შავ სიაში" მყოფ Vivus-ის მომხმარებლებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ. მინისტრის ინფორმაციით, ვალის განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად აღნიშნულმა კომპანიამ თქვა.
-"Vivus-მა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google