არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე
დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო
სადამკვირველო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.
საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის 3
278 450 ბიულეტენი დაიბეჭდება. ბიულეტენები დაიბეჭდება
ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე
ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ
ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის
დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ
ენებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში
(არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო
კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო
კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა
უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო
კომისიებისათვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის
ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658
ამომრჩეველი.
მასალის გამოყენების პირობები