საზოგადოება
სოფელ ვაზისუბანში 72 წლის რომან ბერიკაშვილს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 72 წლის რომან ბერიკაშვილს ეძებენ. ის სახლიდან ოთხი დღეა გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მამაკაცი თანასოფლელებმა სოფლის ცენტრში ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი გაუჩინარდა.

სამართალდამცველები რომან ბერიკაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიურ სამძებრო -საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაზისუბანი /