საზოგადოება
"არა ნაცებს, არა სისხლიან რეჟიმს"- მსვლელობა თელავში
"არა ნაცებს, არა სისხლიან რეჟიმს"- ამ ლოზუნგით მოსახლეობამ თელავში მსვლელობა მოაწყო. აქცია სოფელ ვარდისუბნიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მოიცვა.
მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

,,დღეს ჩვენ სხვადასხვა ასაკის,პროფესიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები შევიკრიბეთ. მოვივლით, როგორც თელავს, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებსაც, რათა მოსახლეობას მოვუწოდოთ, არ მისცენ ხმა სისხლისმღვრლი და ძალადობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დაბრუნებას და პრეზიდენტად ევროპული ღირებულებების მქონე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ,"- განაცხადა აქციის მონაწილემ მამუკა ბურდიაშვილმა


| Print |
FaceBook Twitter Google