საზოგადოება
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.
მასშტაბური სამუშაოები ძეგლზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის სამუშაო ვერსია სამწლიანია. ციხე-ქალაქის რესტავრაცია-კონსერვაცია, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.

კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს “ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ატარებს. პირველადი სამუშაოებისთვის დახარჯულია ნახევარი მილიონი ლარი.

უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უჯარმა /