რეგიონული განვითარების ფონდიდან ახმეტაში ამ დროისთვის 8 პროექტია დაფინანსებული
რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ დროისთვის ახმეტის
მუნიციპალიტეტში რვა პროექტია დაფინანსებული, რომელთა საერთო
ღირებულება 1 499 690 ლარს შეადგენს.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ
ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა.
-„რეაბილიტაცია ჩაუტარდება დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზას, ქალაქ
ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და
ახმეტის ქუჩებს. სოფელ მატანსა და აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა.
პროექტების ღირებულება 1 499 690 ლარს შეადგენს. ზოგი პროექტის
განხორციელება უკვე დაწყებულია, ზოგზე კი სამუშაოების შესასრულებლად
ტენდერია გამოცხადებული. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების
ფონდში დასაფინანსებლად მთლიანობაში 4 200 000 ლარის პროექტები უნდა
წარვადგინოთ. გარკვეულ ინსტანციებს გავდივართ როგორც ექსპერტიზის,
ასევე ზედამხედველობის კუთხით,“-აღნიშნა ნასყიდაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები