საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.


მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, 20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება, 21 თებერვალს კი +13 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google