საზოგადოება
გურჯაანის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მენეჯერების, აღმზრდელებისა და ლოგოპედების გარდა, ხელფასი ტექნიკურ პერსონალსაც გაეზარდა.

„პირველი თებერვლიდან მენეჯერების, აღმზრდელების, მენეჯერის თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 25 %-ით, ხოლო ტექნიკური პერსონალის - 30 პროცენტით. მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი თუ იყო 375 ლარი, ეხლა 460 ლარი გახდა, ხოლო თანაშემწე 250 ლარის ნაცვლად - 320 ლარს აიღებს.“

მისივე თქმით, 37 ბაგა-ბაღის თანამშრომლებზე მომატებული ხელფასი თებერვლის ბოლოდან გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ხელფასი /