მაია ცქიტიშვილი - თელავის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
2019 წელს წყალმომარაგების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.
ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა თელავის მოსახლეობის პრობლემაზე.
მისი განცხადებით, ქალაქს უკვე რამდენიმე წელია
სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილობრივ
ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც.
-"ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების
სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული
ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი.
ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად
ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან
უზრუნველყოფილი,"- განაცხადა მინისტრმა.~
მასალის გამოყენების პირობები