საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან ერთად ხანძრების შემთხვევებმა იმატა.
უწყება მოსახლეობას სიფრთილისკენ მოუწოდებს.

-„განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, გახშირდა შემთხვევები როდესაც, საკუთარი ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წვავენ ხმელ ბალახს, შემდეგ ვეღარ ახერხებენ ცეცხლის გაკონტროლებას, სწრაფად ხდება დიდ ტერიტორიაზე გავრცელება, ზიანდება ვენახები, ან საფრთხე ექმნება ახლო მდებარე ტყის მასივებს. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვუწოდეთ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ. შევხვდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სადაც ერთგვარი შეთანხმება შედგა, რომ მოქალაქეებმა საქმის კურსში ჩააყენონ გამგეობა ან ჩვენი სამსახური, თუკი ბალახის დაწვას დააპირებენ. შესაძლოა, ადგილზე გავაგზავნოთ ერთი სახანძრო მანქანა, რომ ტერიტორია გააკონტროლოს,“- განუცხადა speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ხანძარი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, „ფაფრის მინდვრების“ ტერიტორიაზე, რა დროსაც 8 ჰა-ზე ხმელი ბალახი დაიწვა.

| Print |
FaceBook Twitter Google