გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლებში მწვანე პოლიტიკის ფარგლებში 500
ახალი ნერგი დაირგვება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, კაკლის, თრიმლის,
კვიპაროსის, ბზის, თელას, ელდარის ფიჭვის, ოქროს წვიმის, დიადი
ბოყვის, ტუიას და კედარის ნერგები ქალაქ გურჯაანში და სოფლებში:
ვაჩნაძიანში, კალაურში, შაშიანში, ვაზისუბანში, მუკუზანში, ახაშენში,
ჩუმლაყში, ჭანდარში, ძირკოკსა და ვეჯინში დაირგვება. მათ
მოვლა-პატრონობაზე კი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები
იზრუნებენ.
ნერგები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ გადასცა. გასულ წელს, გურჯაანის მაჟორიტარი
დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გარემოს დაცვის და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის
მასშტაბით, 5000 ახალი ნერგი დაირგო.
მასალის გამოყენების პირობები