საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
კერძოდ, ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google