საზოგადოება
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ველისციხეში
მუნიციპალური განვითარების ფონდი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.


მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, სამუშაოები სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

„ველისციხის რეაბილიტაცია ჩვენი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივაა. ჩამოსული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია. მათ დაათვალიერეს და ნახეს ის უბნები სადაც უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია. სოფელი ველისციხე არის უძველესი კულტურის მატარებელი. იქ შენარჩულებულია ძველი არქიტექტორული ნიშები. პროექტის ფარგლებში გაკეთდება გზები, საფეხმავლო ქუჩები, თეატრი და დაახლოებით 55 სახლს შეეცვლება ექსტერიერი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება და მისი დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რა თანხებზე იქნება საუბარი. ზუსტად ვერ ვიტყვით როდის დაიწყება სამუშაოები და როდის დასრულდება. შეიძლება იმ 55 ოჯახის დროებით გასახლება და სადმე განთავსებაც დაგვჭირდეს. “


ველისციხის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ტურისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს თელავის ისტორიულ ნაწილშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google