საზოგადოება
ვეჯინის დარბეულ ბიბლიოთეკას მერია უახლოეს პერიოდში აღადგენს
გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია შენობის მცირე ნაწილი. უცნობმა პირებმა შენობაში არსებული წიგნები და ტექნიკა გაანადგურეს.


ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამაშველო სამსახურმა დროულად შეძლო.
„ბიბლიოთეკა რამდენიმე წლის წინ გარემონტდა და კარგ მდგომარეობაში იყო. წიგნების დიდი ნაწილი გადარჩა. ვეცდები ყველაფერი სწრაფად აღვადგინოთ. სავარაუდოდ, გამოცხადდება ტენდერი ან პირდაპირ შესყიდვას მოვითხოვთ.“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.


ამ დროისთვის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება 187 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებთ ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google