გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აპრილს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში
+17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. თბილისში ღამისა და
საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები