საზოგადოება
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველიდან 31 მარტის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოავლინეს.  მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.


უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 29, იმერეთში _ 50, გურიაში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 36, ქვემო ქართლის მასშტაბით - 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 49 ფაქტი დაფიქსირდა.თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google