საზოგადოება
საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 აპრილს დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2019-20 სასწავლო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება.


სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მშობლებმა, რომლის შვილიც 2 და მეტი წლისაა, საჭირო დოკუმენტაცია სასურველ ბაღში უნდა წარადგინონ.
„რეგისტრაცია დაიწყება 15 აპრილს და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. ყველა აღსაზრდელი ჩაირიცხება იქ, სადაც მშობლის სურვილი იქნება. როდესაც ოჯახი ცხოვრობს სოფელში და მშობელი ქალაქშია დასაქმებული, ასეთ შემთხვევაში მოხდება გამონაკლისი და ბაღი მათი სურვილისამებრ შეირჩევა. რეგისტრაციისთვის საკმაო დროა, თუმცა არის გამონაკლისებიც. გარკვეული მიზეზის გამო, თუ ვერ მოასწრეს დარეგისტრირება, მათ სექტემბერში შეუძლიათ სასურველ ბაღს მიაკითხონ. თუ ჯგუფები გადატვირთული იქნება, უპირატესობა იმ აღსაზრდელებს მიენიჭება, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდნენ. რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდული არ არის.“


შორენა ფროდიაშვილის თქმით, მშობლებმა სასურველ ბაღში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: აღსაზრდელის დაბადების მოწმობა ნოტარიუსით დამოწმებული, ორი ფოტოსურათი, ჯანმრთელობის ცნობა ანუ „ფორმა ასი“, აუცილებლად აცრების მითითებით და მშობლების პირადობის ქსეროასლები.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.