საზოგადოება
რეგიონული ჩემპიონატის რა? სად? როდის? გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა
ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის?”კახეთის რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული გახდა გურჯაანის გუნდი: „გუშინ ექვსნი გურჯაანელნი“.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, თამაში საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობდა.
„ჯერ კიდევ შარშან გადავწყვიტეთ, როცა გიორგი მოსიძემ პირველად წაიყვანა სასკოლო რა? სად? როდის?, გაგვეკეთებინა კახეთის რეგიონის ჩემპიონატი. ეს იდეა ცხრამეტი წლის შემდეგ განვახორციელეთ და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მერიის მხარდაჭერითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, ჩატარდა ჩემპიონატი. წამყვანი ტრადიციულად იყო გიორგი მოსიძე. მონაწილეობას იღებდა რვავე მუნიციპალიტეტი, ჯამში სხვადასხვა ასაკის მონაწილეებით დაკომპლექტებული 12 გუნდი იყო წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ უმცროსმა მოთამაშეებმა გაცილებით კარგი შედეგი აჩვენებს, ვიდრე უფროსებმა.“


ეკა ცისკარაშვილის თქმით, პირველ სამ ადგილზე ერთი ქულის სხვაობით დედოფლისწყარო, გურჯაანი და თელავი ლიდერობდნენ.
„როდესაც ქულები შეჯამდა, აღმოჩნდა, რომ გურჯაანს და დედოფლისწყაროს ერთნაირი ქულები ჰქონდა. შესაბამისად, საჭირო გახდა სუპერფინალის გათამაშება. გამარჯვებული გახდა გურჯაანის გუნდი - „გუშინ ექვსნი გურჯაანელი“. იმედი მაქვს, ის მომავალ წელსაც არ დაკარგავს ამ ნიშას“.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ბროლის ბუ და სერტიფიკატი.

| Print |
FaceBook Twitter Google