საზოგადოება
გურჯაანის ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდება
ხვალ 15:00 საათზე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდება.


ახალგაზრდული საბჭოს ლიდერის, მარიამ ბაწელაშვილის თქმით, თამაშში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი იმონაწილევებს.
„თითოეულ გუნდში სამი წევრია. თამაში ორ ტურად გაიმართება. პირველ ტურში ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორეში-სამი საუკეთესო გადავა. ფინალისტი გუნდები დაასახელებენ ლიდერს, რომელიც უპასუხებს ბლიც შეკითხვას. ეს არის განსხვავებული ფორმატი, რადგან ბლიცი მოაზროვნეებთან არ გვითამაშია.
კითხვები ძირითადად უკავშირდება ლიტერატურას, ასევე იქნება კადრები ფილმებიდან, რომელიც უნდა გამოიცნონ. იქნება ნაწილი „სხვადასხვა“, სადაც მოცემულია კითხვები სპორტიდან, მეცნიერებიდან, ისტორიიდან და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალურად არიან განვითარებული. მსგავსი თამაში გურჯაანში პირველად ტარდება. ფინალში გადასულ სამივე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ჩვენი სიმბოლოთი, როდენის მოაზროვნე. ასევე გადაეცემათ სპორტკომპლექსის აბონემენტები სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით და იქნება ექსკურსია. “


თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google