საზოგადოება
მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები შესაძლოა, ვიდეოჯარიმებითაც დააკლდეს
2019 წლის მიწურულისთვის, შესაძლოა, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდეს.  პარლამენტი კანონის შესაცვლელად უკვე ემზადება.
შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც ავტომობილი იქნება რეგისტრირებული.

პროექტის თანახმად, თუ რადარი სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, მაშინ მძღოლს, ფულად ჯარიმასთან ერთად, სავარაუდოდ, 20 ქულა ჩამოეჭრება. 

თუ ავტომობილის მფლობელს მართვის მოწმობა არა აქვს ან ავტომობილი კომპანიაზეა რეგისტრირებული, ასეთ შემთხვევაში, ქულების კლების ნაცვლად, ფულადი ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. ამ ჯარიმის გაუქმება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დამრღვევი საკუთარ დანაშაულს ოფიციალურად აღიარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google