გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
უწყების ინფორმაციით, 21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს,
ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს. თბილისში 19-22
აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13
გრადუსის ფარგლებში იქნება. გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20
აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 21-22
აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში.
მასალის გამოყენების პირობები