საზოგადოება
პროფსასწავლებლებში რეგისტრაცია 6000-მდე მსურველმა გაიარა
პროფესიულ სასწავლებლებში 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 5 926-მა მსურველმა გაიარა.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ირინა წეროძის ინფორმაციით, 3000 ვაკანტურ ადგილზე რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყო და 19 აპრილს დასრულდა. მისივე თქმით, სწავლა მაისის ბოლოს დაიწყება.
წელს საგაზაფხულო მიღება 62 უნიკალურ პროგრამაზე, 22 დაწესებულებას ჰქონდა გამოცხადებული.

| Print |
FaceBook Twitter Google