საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებში გველების საწინააღმდეგო დეზინფექცია ჩატარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ე ბაგა-ბაღის ტერიტორია მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით დამუშავდა.



შეიწამლა ბაღის მიმდებარე პერიმეტრი, სარდაფები და სათავსოები. გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების კვებისა და ჰიგიენის წამყვანი სპეციალისტის ნინო ბეკოშვილის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში აღმოჩენილი ქვეწარმავლის გამო მოხდა.
„თვენახევრის წინ სოფელ გურჯაანის სააღმზრდელო ჯგუფში ქვეწარმავალი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ბაღების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა სააღმზრდელო დაწესებულება დამუშავებულიყო სპეციალური ხსნარით. ეს ჩვენი პატარებისთვის სრულიად უსაფრთხოა. პროცესი დასრულდა და მთელი წლის განმავლობაში აღარ იქნება იმის საფრთხე, რომ ქვეწარმავალი აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვდეს. “


მისივე თქმით, ამისთვის 2 300 ლარი გამოიყო და შეწამვლის სამუშაოები შპს. "დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის და სტერლიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრმა განახორციელა.

| Print |
FaceBook Twitter Google