გასულ წელთან შედარებით სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამის
შესახებ speqtri.ge-ს ტურიზმის, საგარეო ურთიერთობების და
საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა
შუშტაკაშვილმა განუცხადა.
30 აპრილის მონაცემებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 1733 ვიზიტორი
დარეგისტრირდა, გასულ წელს კი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 1435-ს
შეადგენდა.
-„ყველაზე მეტი სტუმარი გვყავდა რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან
და ამერიკიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობამ იმატა
ევროპის ქვეყნებიდან. ვიზიტორები ინტერესდებიან კულუტურულ-ისტორიული
ძეგლებით, მუზეუმით, ციხე-გალავანით, ასევე კულინარიით, ღვინითა და
ზოგადად ქართული კულტურით, არის გართობის სხვადასხვა საშუალებები.
ჩამოსულ სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს კერძო ბიზნესიც. შენდება ახალი
სასტუმროები. ყოფილი ტურბაზის ადგილას მალე დასრულდება
სასტუმროს მშენებლობა, “-აღნიშნა შუშტაკაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის განვიათარებში არამარტო ქალაქი სიღნაღია
ჩართული, არამედ სოფლებიც. სოფელ ვაქირში გაიხსნა ტრადიციული საოჯახო
კვების ობიექტი, ასევე ნუკრიანში რამდენიმე ტურისტული ობიექტი
ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები