საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.


უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში 5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google