თელავში ბებიამ 10 წლის შვილიშვილი სცემა - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიამ 10 წლის
შვილიშვილი სცემა. მოზარდი დაზიანებებით თელავის
რეფერალურ სავადმყოფოში სამარათლამცველებმა გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვს სახისა და ხელის არეში სხვადასხვა
დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი
გამოკვლევები ჩაუტარდა და სამედიცინო
დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
მომხდარ ფაქტს კახეთის სოციალური სამსახური სწავლობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდი ამ დროისთვის მამიდასთან,
უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან
და 10 წლის ბიჭი ბებიასთან ცხოვრობდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ,
გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან
სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულისთვის
ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. პოლიციამ ბებიაზე
შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
მასალის გამოყენების პირობები