"მსოფლიო რბენასთან" დაკავშირებით ხვალ კახეთში მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან -
„მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, ხვალ კახეთში, 10:00 საათიდან 19:00
საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის
ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობითვე, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა
თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე
კმ-დან 118-ე კმ-მდე.
სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის
დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.
ცნობისთვის, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება
Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ
კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
მასალის გამოყენების პირობები