გურჯაანში ტექნოპარკის აშენების ლოკაცია შეიცვალა. როგორც ჩვენთან
საუბარში გურჯაანის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის დავით
სონღულაშვილის ბიუროს უფროსმა გოგი მაჩხაშვილმა განაცხადა, შენობა
მეოთხე საჯარო სკოლის (გიმნაზია) მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
„ტენდერში 2 178 598 ათას ლარით გაიმარჯვა შპს „ელჯორჯიამ“. ამჟამად
მიმდინარეობს ადგილის გეოლოგიური შესწავლა. გამარჯვებული კომპანია
სამუშაოებს, ალბათ, ივნისის თვეში დაიწყებს.“
რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მისივე თქმით,
სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული კომპანია 25
მაისს გამოვლინდება.
მასალის გამოყენების პირობები