დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შალიკაშვილების მუზეუმში გაიმართება
26 მაისს გურჯაანში შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო
მუზეუმის ეზოში დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი
სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდება.
მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის თამარ
ფურცელაძის განმარტებით, ღონისძიება ორ საათზე დაიწყება.
„მოეწყობა წარმოდგენა 20-იანი წლების საქართველოდან, ასევე გაიმართება
ელენე მაცხონაშვილის და ნინო პაპიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი
„გააგრძელე, ისტორია...“ , რომლის დასრულების შემდეგაც ექსპერტი
ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ვასილ კაჭარავა წაიკითხავს ლექციას
თემაზე - „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა”. გარდა
ამისა მოეწყოება ღვინოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ დამოუკიდებლობის თემაზე
შექმნილი ფოტო-გამოფენა და სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის
სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმში დაცული ექსპონატები.“
მისივე თქმით, ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული
ანსამბლების კონცერტით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები