საზოგადოება
კახეთში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების - კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.


უწყების ინფორმაციით, დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (მწერების კვერცხდების ადგილები) ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის და გარემოსათვის.  სულ 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.


| Print |
FaceBook Twitter Google