საზოგადოება
ახაშნის ბაღს ახალი ინვენტარი გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საბავშვო ბაგა-ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. მენეჯერის ქეთევან ჩალათაშვილის განცხადებით, მათი სპონსორია „ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია“.


„ჩვენი თანასოფლელი ქალბატონი ამ ორგანიზაციის წევრია. სწორედ მან გამოთქვა დახმარების სურვილი. მოვიდნენ, დაათვალიერეს ჯგუფები და რა ინვენტარიც გვჭირდებოდა, მოგვიტანეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ავეჯი სტანდარტის შესაფერის ფერებშია. ყველა სააღმზრდელო ჯგუფისთვის მოგვიტანეს მაგიდები, სკამები, ჭურჭლის კარადები, აღმზრდელის მაგიდა და სკამები, საძინებლისთვის საწოლები. სამზარეულოც ახალი ტექნიკით აღიჭურვა.“

მისივე თქმით, მომავალ წელს იგივე ორგანიზაციის დახმარებით, ეზოს კეთილმოწყობაც იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google