საზოგადოება
23 ივნისს სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
23 ივნისს აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი გაიმართება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (სოფელი ანაგა) 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ჩემპიონატი "თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google