საზოგადოება
გურჯაანში ანა ღლიღვაშვილისა და ჯეიმს როზენბლუმის სახელობის კონკურსი გაიმართა
ანა ღლიღვაშვილისა და ჯეიმს როზენბლუმის სახელობის საფორტეპიანო კონკურსში, რომელიც გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა, გაერთიანების მოსწავლეებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.


ასევე გაიმართა ანა ღლიღვაშვილისა და ჯეიმს როზენბლუმის კონცერტიც, რომელშიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ანა ღლიღვაშვილის განმარტებით, კონკურსის მიზანი იყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა.
„მე და ჩემი მეუღლე ვმოღვაწეობთ ამერიკაში. ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ და ყოველთვის, როცა ჩამოვდივართ, კონცერტს ვატარებთ. წელს პირველად ჩავატარეთ საფორტეპიანო კონკურსი ასაკობრივი კატეგორიისთვის შვიდიდან თხუთმეტ წალამდე. კონკურსის მიზანი, იყო ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა. გამოვავლინეთ პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები, დანარჩენებს გადაეცათ დიპლომები.“

პირველ ადგილზე გავიდა - ლიკა ჯოხაძე - მე-4 კლასი გურჯაანის სამუსიკო სკოლა;  მეორე ადგილზე- მარიამ ქვრივჭირიშვილი ველისციხის სკოლა მე-4 კლ;  მესამე ადგილზე გავიდა ორი მოსწავლე- მარიამ ქევხიშვილი 1- ლი კლასი ვაჩნაძიანის სკოლა და მარიამ მიტიჩაშვილი მე-3 კლასი ველისციხის სკოლა. მათ ფულადი პრემიები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google