საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობას გურჯაანიდან 10 ღვინის მარანი მიიღებს
13-15 ივნისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.
მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 10 მარანი მიიღებს.
ესენია:გივი მაისურაძის, დათო აბესაძის, ლია ნიკოლაშვილის, ვახო
ოქრუაშვილის, ლომთაძეებისა და ანდრონიკაშვილების მარნები, ასევე
მეღვინეობა „ივერო“, შპს „კახელო თრეიდი“ და „მარანი და ფერწერა“.
-„მარნები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმით-ისინი უნდა ყოფილიყვნენ
სტარტაპები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება პოპულარიზაციასა და
ცნობადობის გაზრდაში. ამ ღონისძიებაზე იქნებიან სომელიეები და
დაინტერესებული ინვესტორები, რომელთაც შესაძლოა, მომავალში ქართული
ღვინო ექსპორტზე გაიტანონ. გამოფენის გარდა გაიმართება
კონკურსიც,“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის
განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ნინოშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობის თანხას რვა მარანს გურჯაანის მერია
დაუფინანსებს, ხოლო ორს - კახეთის რეგიონალური განვითარების
სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები