საზოგადოება
გურჯაანში 20 ბაღის რებილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოცი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
-„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაღების ნაწილი გარემონტებულია და სტანდარტებს ექვემდებრება, ზოგს კი რეაბილიტაცია სჭირდება. სხვადასხვა ბაღში განსხვავებული მდგომარეობაა, ზოგს კოსმეტიკური რემონტი უნდა, ზოგს სახურავისა და კარ-ფანჯრის შეცვლა,ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება. “-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასილაშვილმა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ჯიმითის, დარჩეთის, ქოდალოს, ბაკურციხის, კოლაგის, ყიტაანის, მუკუზნის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთისა და არაშენდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს. ორი ბაღი შერემონტდება კალურში და ორიც კარდენახში, განხორციელდება ქალაქ გურჯაანის #1 და #2 ბაღების რეაბილიტაცია.


| Print |
FaceBook Twitter Google