საზოგადოება
კახეთში ქერის მოსავალს იღებენ
კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.


ქერის მოსავალს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე 1200 ჰა ფართობზე იღებენ. მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინიამობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

| Print |
FaceBook Twitter Google