დღეს გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის (გიმნაზიის) მიმდებარე
ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. ამ ლოკაციაზე ტექნოპარკის
მშენებლობაა დაგეგმილი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სამუშაოებს შპს
„ელჯორჯია“ ასრულებს. მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. პროექტი
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598
ათას ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტექნოპარკის
მშენებლობისთვის ჯერ, კულტურისა და დასვენების პარკის, შემდეგ კი
ყოფილი სამშობიარო სახლის ტერიტორია იყო შერჩეული.
მასალის გამოყენების პირობები