საზოგადოება
როგორ მოხდება მიკროზონის ყურძნის ჩაბარება
გურჯაანელი მევენახეები მიკროზონის ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და დეტალებზე ესაუბრა.


სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის დავით მაღრაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო და კვლავაც გრძელდება.
„ეს არის პროექტი „საქართველოს ვენახების კადასტრი“, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება. დღეს ჩვენ განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის გზები, როგორ უნდა განვახორციელოთ სამუშაოები თითოეული სოფლის დონეზე, ვინაიდან ეს მოიცავს ინფორმაციის შეკრებას როგორც ვენახებზე, ასევე მევენახეებზე. აქედან გამომდინარე, სოფლის ხელმძღვანელობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სერიოზულ როლს თამაშობენ თითოეულ მევენახესთან კომუნიკაციაში. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა წარმატებას მოგვიტანს. მსგავსი პროექტი განხორციელდა რაჭა-ლეჩხუმშიც. “

მისივე თქმით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დიწყო მუნიციპალიტეტებში ვენახების ამონაწერის გაცემა იმ მევენახეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზაში.

| Print |
FaceBook Twitter Google