საზოგადოება
ვეჯინში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართება.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე - ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია; ნაჩვენები იქნება თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი - "სვანური კოშკების საიდუმლო"; ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი - დავით ნადარეიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე - ატომური ენერგია, მისი გამოყენების რისკები და საფრთხეები. ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google