საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის, ნელი
ხიზანიშვილის ინფორმაციით, ივნისის თვეში კახეთის რეგიონში გველის
კბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში მოხდა.
-"დაშავებულებმა დროულად მიმართეს სამკურნალო დაწესებულებებს და
შესაბამისი ვაქცინა გაუკეთდათ. კახეთის მასშტაბით ყველა
მუნიციპალიტეტშია ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. დღეს დამატებით
გავაგზავნეთ მანქანა დედოფლისწყაროში მარაგის შესავსებად.. ასე, რომ
მთავარია დროული მიმართვიანობა,"-ამბობს ხიზანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები