გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-11 ივლისს საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან
შესაძლებელია სეტყვა.
უწყების ინფორმაციით, 9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. 9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები