საზოგადოება
გურჯაანის დელეგაცია ბასკეთში მიემგზავრება
ხვალ გურჯაანის მერიის დელეგაცია ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, გაემგზავრება. სტუმრობა ოთხი დღე გაგრძელდება.


მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვდებიან თითმმართველობის წარმომადგენლებს და ასევე ღვინის კომპანიებს.
„ დაისახება შემდეგი პატრნიორობისთვის გეგმები. ძირითადი თემები ღვინის ტურიზმი და მეღვინეობა იქნება. ჩვენს დელაგაციას, ადგილზე ესპანეთის საელჩოს წარმომადგენელი დახვდება. მათი წარმომადგენლები ჩვენთან ღვინის ფესტივალზე ჩამოვლენ. “


დელეგაციის წევრები არიან: მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს ტავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსი ნინი ნინოშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google