საზოგადოება
გურჯაანში დამატებით კიდევ შვიდი პროექტი განხორციელოდება
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დამატებით კიდევ 7 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სოფელ ველისციხესა და ზეგაანში ჭაბურღილების რეაბილიტაცია და ქსელის მოწყობა განხორციელდება. სოფელ გურჯაანში, "ზემო წითელ უბანში" ხევის კალაპოტში მოქცევის სამუშაოები ჩატარდება., მუკუზანსა და ვაზისუბანში სანიაღვრე არხები მოეწყობა, ბაკურციხეში კი წყალმომარაგების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google