საზოგადოება
სიღნაღის მუზეუმში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
დღეს სიღნაღის ერონულ მუზეუმში მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე, რომელიც მხატვრის 130 წლის იუბილეს მიეძღვნა, წარმოდგენილია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები და კარიკატურები.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე ხატწერის ნიმუშებს. ხელოვანს ასევე, შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები.

ნამუშევრები სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 31 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google