საზოგადოება
გურჯაანის მერიამ რეგფონდს კიდევ 80-ზე მეტი პროექტი წარუდგინა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს კიდევ 80-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა.


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პრიორიტეტებია: გზის, სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის სისტემისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
„რეგფონდიდან რა თანხაც გვქონდა 2019 წელს და კიდევ დამატებითიც, სრულად ავითვისეთ. ეს არის 29 პროექტი და ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალ პროექტებს, რომელიც გავაგზავნეთ, დაახლოებით 18 მილიონი ლარის ღირებულებისაა და ისინი ცალსახად 2020 წლისთვის განიხილება.“


მისივე თქმით, 2019 წელს რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში რვა მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსდა.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.