27 აგვისტოს საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში სისხლში ტყვიის
კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით უფასო ლაბორატორიული კვლევები
ჩატარდება.
აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გაიმართება.
მოსახლეობას მოემსახურებიან მძიმე მეტალების კვლევის სამედიცინო
ლაბორატორიის წარმომადგენლები. აქცია 10 საათზე დაიწყება.
ანალიზები ჩუტარდება განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტებს:
ბავშვებს, მოზარდებს და ორსულებს, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით,
პაციენტის ჩივილების და სიმპტომების განსაზღვრის საფუძველზე.
სამედიცინო გამოკვლევებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია
დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები